სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია ყოველწლიური მულტიდისციპლინური სამეცნიერო ფორუმია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს.
კონფერენცია დაფუძნდა 2022 წელს თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ ჩუხუას ინიციატივით. კონფერენციის ძირითადი ორგანიზატორია ინსტიტუტის კურსდამთავრებული ქეთევან საყევარაშვილი.
სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია წარმოადგენს იმ ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იბერიულ-კავკასიური საენათმეცნიერო სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ჰქონდა კავკასიელი მკვლვრების ერთ სამეცნიერო ფორუმზე გაერთიანებასთან დაკავშირებით. დღეს რეგიონის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში, მათი მოწაფეები კი წარდგებიან სტუდენტთა კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე.
2023 წლიდან კონფერენცია საერთაშორისოა. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე დისტანციურ რეჟიმში.
მოხსენებათა მასალები გამოიცემა ელექტრონულად.
მიზანი
სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების კვლევათა წარმოჩენა და მათი მოტივაციის ამაღლება.
გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის.
მისია
ჩვენი მისიაა, საშუალება მივცეთ სტუდენტებს, გაუზიარონ ერთმანეთს ხედვა და გამოცდილება და განივითარონ უნარები სასწავლო სილაბუსების ფარგლებს მიღმა. ამის მისაღწევად შევქმენით სამეცნიერო ფორუმი, რომელსაც დაეფუძნება ახალგაზრდა მკვლევრების პირადი და პროფესიული ურთიერთობები.
ხედვა
ჩვენი ორიენტირებულნი ვართ, წარმოვაჩინოთ პერსპექტიული სტუდენტები, რომლებიც შექმნიან კავკასიოლოგიის პროგრესირებად მომავალს.
ღირებულებები
კონფერენციის მთავარი ღირებულებებია:
❖ განვითარება;
❖ ხელმისაწვდომობა;
❖ ურთიერთდაფასება;
❖ დარგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლები (ესმ)
კონფერენციის მუშაობის წარმატების განსაზღვრის მიზნით, შევიმუშავეთ ეფექტიანობის შემდეგი საკვანძო მაჩვენებლები:
❖ წარმოდგენილი მოხსენებების ორიგინალურობა;
❖ საკვლევ თემათა მრავალფეროვნება;
❖ კონფერენციის მსვლელობისას მიღებული გამოცდილება;
❖ ადგილობრივი და საერთაშორისო ჩართულობა.
საკონფერენციო მოხსენებების მასალები, საერთაშორისო ხელმისაწვდომობისთვის, აიტვირთება სამეცნიერო პლატფორმა ResearchGate-ზე.