იდეის ავტორი
ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
დაიბადა 1964 წლის 22 თებერვალს ქ. ზუგდიდში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1986-1991 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე; 2003 წლიდან — ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2010 წწ. — დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2010-2011 წწ. — დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი; 2011-2024 წწ. — ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორი.
2011 წელს გადაეცა საქართველოს ღირსების ორდენი, 2013 წელს კი — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი. 2014 წელს მიიღო იმამ შამილის ოქროს მედალი.
მ. ჩუხუა შემდეგი ფუნდამენტური შრომების ავტორია: ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი (2018); იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა (2008); ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი (2003); ჩერქეზების გენოციდი — პრობლემის ისტორია, მოვლენათა ქრონიკა, სამეცნიერო დასკვნა (2012).
საკონტაქტო ინფორმაცია:
ძირითადი ორგანიზატორი
2022 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი კავკასიოლოგიაში (alma mater: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
სამეცნიერო ინტერესის სფეროები: ხუნძური ენა, ქართული და ქართველური ენები, კავკასიურ ენათა სწავლების მეთოდოლოგია, ევროპის იბერიული ენები.
სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ორგანიზაციებში: „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი“ (2020-2022), ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი (2022-2023). 2022 წლიდან თანამშრომლობს თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტთან.
გამოქვეყნებული აქვს 13 პუბლიკაცია საქართველოსა და ჩეჩნეთში. არის ოთხი მუდმივმოქმედი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტების წევრი და თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 10 გამოცემის მომზადებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები: აღმოსავლეთი კავკასიის (დაღესტნისა და აზერბაიჯანის) ისტორია შუა საუკუნეებიდან დღემდე; ქართველური და ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენების ისტორიულ-შედარებითი შესწავლა; ტოპონიმიკის შესწავლა; ხუნძური ენის აჯამური ანბანით შესრულებული ტექსტების შესწავლა.
არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
გამოქვეყნებული აქვს ორი პუბლიკაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელგუჯა ცინცაძე
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკატერინე მებაღიშვილი
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი
2024 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი კავკასიოლოგიაში (alma mater: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
სამეცნიერო ინტერესის სფეროები: თურქეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო პოლიტიკა კავკასიის ქვეყნების მიმართ 1991 წლიდან დღემდე, კავკასიის ქვეყნების ურთიერთობების შესწავლა.
ამჟამად დასაქმებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ასევე ქ. რუსთავის მერიაში.
არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
გამოქვეყნებული აქვს შვიდი პუბლიკაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ირაკლი ნარსავიძე
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი
2024 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი კავკასიოლოგიაში (alma mater: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
სამეცნიერო ინტერესის სფეროები: სვანური ენა, ოსური ენა, სვანურ-ოსური ლინგვოკულტუროლოგიური ურთიერთობები.
არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
