მიუხედავად იმისა, რომ მასალების ფორმატი არ გულისხმობს გამოყენებული ლიტერატურის დამოწმებას აუცილებლად, მოხსენების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა გაჩნდეს ბიბლიოგრაფიის მითითების საჭიროება. სხვა შემთხვევებში უპირატესობა ენიჭება დამოწმებას სქოლიოში.
სარედაქციო კოლეგია სთავაზობს სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენციის მონაწილეებს ციტირების კონკრეტულ სახეს (შესაბამისი მაგალითებით), რომელიც დაეხმარება მომხსენებლებს, დაიცვან ერთგვაროვნება მასალების კრებულისათვის.
გაითვალისწინეთ, რომ:
❖ მითითებული ლიტერატურა ჩამონათვალში არ დაიყოფა მასალის ტიპებად და შეადგენს ერთიან სიას;
❖ ლიტერატურის სიაში მითითებული ერთეულები ლაგდება ანბანური თანმიმდევრობით;
❖ უცხოენოვანი გამოცემის ბიბლიოგრაფიული მონაცემები უნდა ითარგმნოს ქართულად და მიეწეროს შესაბამისი ენა ფრჩხილებში, მაგ., (ინგლისურ ენაზე) ან (რუსულ ენაზე) და ა. შ.
❖ ქართულენოვანი მასალების თარგმანში ლიტერტურა დაიმოწმეთ შესაბამისი ენის სტანდარტით (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (აფა) სტილი — ინგლისურში, ГОСТ-2008 — რუსულში).
ქვემოთ მოცემული სტილი ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:
1. წიგნი
1.1. წიგნი სერიიდან
1.2. წიგნი ტომეულიდან
2. რამდენიმე გვერდი
3. ელექტრონული წიგნი
4. თარგმანი
5. კრებული / ერთობლივი გამოცემა
6. სტატია / მასალები / თეზისები
7. ელექტრონული სტატია / მასალები / თეზისები
8. ბეჭდური ტექსტური მედია
9. ელექტრონული ტექსტური მედია
10. ბეჭდური რეცენზია
11. ელექტრონული რეცენზია
12. ბეჭდური ინტერვიუ
13. აუდიო- ან ვიდეოინტერვიუ
14. საბაკალავრო / სამაგისტრო / სადოქტორო ნაშრომი
15. ვებგვერდი
16. რამდენიმე ავტორი
17. რამდენიმე ნაშრომი
18. რედაქტორი
19. ნომერი / კოდი (ISBN, მისთ.)
20. ხელნაწერი
21. საარქივო მასალები
22. პროექტი
1. წიგნი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სათაური, გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი.
მაგ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, ტფილისი, 1937.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: (ჯავახიშვილი 1937 : 65)
1.1. წიგნი სერიიდან
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სერიის სახელწოდება, სათაური, გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი.
მაგ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), სტამბა ამხ. „შრომა“, ტფილისი, 1921.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: (ჯავახიშვილი 1921 : 51)
1.2. წიგნი ტომეულიდან
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სათაური, ტომი, გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი.
მაგ.: ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, წიგნი პირველი, ელექტრონის სტამბა წიგნების გამომცემელ ქართველთ ამხანაგობისა, ტფილისი, 1907.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: (ჯავახიშვილი 1907 : 34)
2. რამდენიმე გვერდი
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდები)
მაგ.: (ჯავახიშვილი 1937 : 65, 68, 173).
3. ელექტრონული წიგნი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სათაური, გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, ბმული / მონაცემთა ბაზის სახელი / ელექტრონული წიგნის ფორმატი.
მაგ.: ?
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი [ასეთის შემთხვევაში])
მაგ.: ?
4. თარგმანი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სათაური, გამოცემის მთარგმნელ(ებ)ის სახელი და გვარი [თარგმანი ამისა და ამისა/თარგმნა ამან და ამან], გამომცემელი/გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი.
მაგ.: დიუმა ალ., კავკასია, თარგმანი ფრაგნულიდან თინათინ ქიქოძისა, ია ბერსენაძისა, გიორგი ეკიზაშვილისა, გამომც. „აგორა“, თბილისი, 2009.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: (დიუმა 2009 : 146)
5. კრებული / ერთობლივი გამოცემა
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
გამოცემის სათაური, ტომი [ასეთის შემთხვევაში], გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი.
მაგ.: ?
❖ ტექსტში:
(გამოცემის სათაური + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: ?
6. სტატია / მასალები / თეზისები
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სტატიის სათაური // გამოცემის სათაური, გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, გვერდები.
მაგ.: რამიშვილი ირ., სემიოტიკის სათავეები // იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. XXI, გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1979, გვ. 5-9.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: (რამიშვილი 1979 : 8)
7. ელექტრონული სტატია / მასალები / თეზისები
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სტატიის სათაური // გამოცემის სათაური, გამოცემის ნომერი, გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, ბმული / DOI / მონაცემთა ბაზის სახელი / ელექტრონული წიგნის ფორმატი.
მაგ.: სანიკიძე ი., ანთროპონიმი ტარიელი ― „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ენიგმა [ისტორიულ-ფილოლოგიური ძიება] // ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“, №16, თბილისი, 2022, DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-13
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი [ასეთის შემთხვევაში])
მაგ.: (სანიკიძე 2017)
8. ბეჭდური ტექსტური მედია
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სტატიის სათაური // გამოცემის სათაური, გამოცემის ნომერი, გამოცემის ადგილი, დღე, თვე, წელი, გვერდები.
მაგ.: ასათიანი თ., საქართველოს სამხარეო გერბები // შემეცნებითი ალმანახი „ჰეროლდი“, №1/1012, თბილისი, 2012, გვ. 31-40, ISBN 978-9941-9181-0-0.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: (ასათიანი 2012 : 32)
9. ელექტრონული ტექსტური მედია
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სტატიის სათაური // მედიაპლატფორმის სათაური, დღე, თვე, წელი, ბმული ან მონაცემთა ბაზის სახელი.
მაგ.: ბეროშვილი შ., კავკასია უძველესი დროიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე // გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“, 19 მაისი 2018, http://newspaper.tsu.ge/ge/articles/view/344
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი)
მაგ.: (ბეროშვილი 2018)
10. ბეჭდური რეცენზია
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
რეცენზიის ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, რეცენზიის სათაური (რეცენზია ავტორ(ებ)ის ნაშრომზე „სარეცენზიო ნაშრომის სათაური“) // გამოცემის სათაური, გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, გვერდები.
მაგ.: გიგინეიშვილი ბ., ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა (რეცენზია ზ. სარჯველაძის წიგნზე „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხები“) // „ცისკარი“, №8, თბილისი, 1976, გვ. 135-139.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: (გიგინეიშვილი 1976 : 137)
11. ელექტრონული რეცენზია
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
რეცენზიის ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, რეცენზიის სათაური (რეცენზია ავტორ(ებ)ის ნაშრომზე „სათაური“) // გამოცემის სათაური, ბმული / მონაცემთა ბაზის სახელი, გამოცემის წელი, გვერდები [ასეთის შემთხვევაში], (ნანახია [თარიღი]).
მაგ.: ლობჟანიძე დ., Hail, Caesar, „როგორც გენებოთ“ ძმები კოენებისგან [რეცენზია ფილმზე] // https://litagora.ge/2016/03/09/cohencaesar/, 9 მარტი 2016 (ნანახია 04.01.2024).
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდები [ასეთის შემთხვევაში])
მაგ.: (ლობჟანიძე 2016)
12. ბეჭდური ინტერვიუ
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
რესპონდენტის გვარი და სახელის ინიციალი, გამოცემის წელი, „ინტერვიუს სათაური“, ინტერვიუს ავტორ(ებ)ი // გამოცემის სათაური, ინტერვიუს თარიღი (დღე, თვე, წელი), გვერდები, გამოცემის ადგილი, გამომცემელი.
მაგ.:
❖ ტექსტში:
(რესპონდენტის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი)
მაგ.: ( )
13. აუდიო- ან ვიდეოინტერვიუ
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
რესპონდენტის გვარი და სახელის ინიციალი, „ინტერვიუს სათაური“, ინტერვიუს ავტორ(ებ)ი // გამოცემის სათაური, გამოცემის ადგილი, ინტერვიუს თარიღი (დღე, თვე, წელი), აუდიო / ვიდეო, ხანგრძლივობა [წუთები : წამები], ვებგვერდის მისამართი / მონაცემთა ბაზის სახელი.
მაგ.: Stamper, Kory. 2017. “From ‘F-Bomb’ to ‘Photobomb,’ How the Dictionary Keeps Up with English.” Interview by Terry Gross. Fresh Air, NPR, April 19, 2017. Audio, 35:25. http://www.npr.org/2017/04/19/524618639/from-f-bomb-to-photobomb-how-the-dictionary-keeps-up-with-english.
❖ ტექსტში:
(რესპონდენტის გვარი + გამოცემის წელი)
მაგ.: (Stamper 2017)
14. საბაკალავრო / სამაგისტრო / სადოქტორო ნაშრომი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, სათაური, მისაღები ხარისხის ტიპი, უნივერსიტეტი, ნაშრომის დაცვის წელი, საიტის მისამართი / მონაცემთა ბაზის სახელი [საჭიროებისამებრ].
მაგ.: Rutz, Cynthia Lillian. 2013. “King Lear and Its Folktale Analogues.” PhD diss., University of Chicago.
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + დაცვის წელი : გვერდი)
მაგ.: (Rutz 2013, 99-100)
15. ვებგვერდი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
მასალის ავტორის გვარი და სახელის ინიციალი, გამოქვეყნების წელი [ან თ. გ. ესე იგი „თარიღის გარეშე“ საჭიროების შემთხვევაში], მასალის ტიპი, ბმული, წვდომის თარიღი [წელი, თვე, საათი, წუთი, წამი]
მაგ.:
Bouman, Katie. 2016. “How to Take a Picture of a Black Hole.” Filmed November 2016 at TEDxBeaconStreet, Brookline, MA. Video, 12:51. https://www.ted.com/talks/katie_bouman_what_does_a_black_hole_look_like.
Yale University. n.d. “About Yale: Yale Facts.” Accessed May 1, 2017. https://www.yale.edu/about-yale/yale-facts.
❖ ტექსტში:
(მასალის ავტორის გვარი + გამოქვეყნების წელი ან თ. გ.)
მაგ.:
(Bouman 2016)
(Yale University, n.d.)
16. რამდენიმე ავტორი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
რამდენიმე ავტორიდან ვწერთ პირველ სამ ავტორს და ვუწერთ „და სხვ.“, შემდეგ აღინიშნება ყველა დანარჩენი მონაცემი.
მაგ.: Bay, Rachael A., Noah Rose, Rowan Barrett, Louis Bernatchez, Cameron K. Ghalambor, Jesse R. Lasky, Rachel B. Brem, Stephen R. Palumbi, and Peter Ralph. 2017. “Predicting Responses to Contemporary Environmental Change Using Evolutionary Response Architectures.” American Naturalist 189, no. 5 (May): 463–73. https://doi.org/10.1086/691233.
❖ ტექსტში:
(პირველი ავტორის გვარი და სხვ. + გამოცემის წელი, გვერდი)
მაგ.: ()
17. რამდენიმე ნაშრომი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ერთი და იმავე ავტორის/ავტორთა კოლექტივის ერთსა და იმავე წელს გამოცემული ნაშრომები, თუ მათი გამოცემის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არაა ცნობილი, ლაგდება ანბანური თანმიმდევრობით. ყველა ასეთ ნაშრომს უნდა მიენიჭოს ლიტერი (პირობითი ასოითი ნიშანი).
მაგ.: ?
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი + ლიტერი : გვერდი)
მაგ: ( )
18. რედაქტორი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორის ნაცვლად მოცემულია რედაქტორის ან მთავარი რედაქტორის გვარი და სახელის ინიციალი. ფრჩხილებში მითითებულია: (რედ.)
მაგ.: აბულაძე ილ. (რედ.), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტომი I, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1946.
❖ ტექსტში:
(რედაქტორის გვარი [რედ.] + გამოცემის წელი, გვერდი)
მაგ.: (აბულაძე [რედ.] 1946, 177-178)
19. ნომერი / კოდი (ISBN, მისთ.)
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
პუბლიკაციის ნომერი/კოდი/მისთ. მითითებული უნდა იყოს ყველა დანარჩენი ბიბლიოგრაფიული მონაცემის შემდეგ.
მაგ.: გამყრელიძე თ., კიკნაძე ზ., შადური ი., შენგელია ნ., თეორიული ენათმეცნიერების კურსი, პირველი გამოცემა, გამომც. „თბილისის უნივერსიტეტი“, თბილისი, 2008, ISBN 99940-20-92-7.
❖ შენიშვნა:
თუ პუბლიკაციას მითითებული აქვს როგორც ISBN (წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი), ისე ISSN (სერიის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი), მაშინ მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ISBN.
20. ხელნაწერი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
წესი
მაგ.: ?
❖ ტექსტში:
წესი
მაგ.: ( )
21. საარქივო მასალები
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
წესი
მაგ.: ?
❖ ტექსტში:
წესი
მაგ.: ( )
22. პროექტი
❖ ბიბლიოგრაფიული მონაცემები:
ავტორ(ებ)ის გვარი და სახელის ინიციალი, სათაური, (ფონდის სრული სახელწოდება, გრანტის / პროექტის ნომერი ან კოდი), გამომცემელი / გამომცემლობა, გამოცემის ადგილი, გამოცემის წელი, ბმული / მონაცემთა ბაზის სახელი / ელექტრონული წიგნის ფორმატი.
მაგ.: არდოტელი ნ., დიდოურ-ქართული ლექსიკონი, პროექტი — კავკასიურ-ქართული ლექსიკონები. II (განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტის ნომერი: FR-18-3659), თბილისი, 2022, https://bit.ly/44FS9w5
❖ ტექსტში:
(ავტორის გვარი + გამოცემის წელი : გვერდი [ასეთის შემთხვევაში])
მაგ.: (არდოტელი 2022 : 4)
წარმატებებს გისურვებთ!