ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 6-7 მაისს გაიმართება სტუდენტთა IV კავკასიოლოგიური კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი და თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოება . მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის , მაგისტრატურისა და დოქტორანტურის (და მათთან გათანაბრებული საფეხურების) სტუდენტებს. სარედაქციო კოლეგია განიხილავს ნებისმიერ მოხსენებას, რომელიც შეეხება კავკასიოლოგიისა და მომიჯნავე დისციპლინების კავკასიოლოგიურ საკითხებს. კერძოდ, სამუშაო მიმართულებებია: ❖ ენათმეცნიერება; ❖ ისტორია; ❖ არქეოლოგია; ❖ ეთნოლოგია; ❖ წყაროთმცოდნეობა; ❖ ფილოლოგია; ❖ ლიტერატურათმცოდნეობა; ❖ ფოლკლორისტიკა; ❖ დიგიტალური ჰუმანიტარია და ჰუმანიტარული ინფორმატიკა; ❖ ჰერალდიკა; ❖ ანთროპოლოგია; ❖ ფილოსოფია; ❖ კულტუროლოგია; ❖ ხელოვნებათმცოდნეობა; ❖ არქიტექურა და დიზაინი; ❖ რელიგიათმცოდნეობა; ❖ სოციოლოგია; ❖ პოლიტოლოგია; ❖ სამართალმცოდნოება; ❖ ეკონომიკა; ❖ პედაგოგიკა და ინფოგრაფიკა; ❖ კ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების ორგანიზებით 2024 წლის 10-11 მაისს გაიმართა სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია . კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების ნაშრომთა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, საორგანიზაციო სამუშაოებს ასრულებენ თვითონ სტუდენტები. კონფერენციის ძირითად ორგანიზატორს, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კურსდამთავრებულ ქეთევან საყევარაშვილს, წელს შემოუერთდნენ ინსტიტუტის სტუდენტები: ელგუჯა ცინცაძე, ეკატერინე მებაღიშვილი და ალექსანდრე ლაბარტყავა. დაკისრებულ ამოცანას მათ წარმატებით გაართვეს თავი. სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია საერთაშორისოა და წარმოადგე...