Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2022

სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენცია (20-21 ივნისი, 2022 წ.)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წლის 20-21 ივნისს გაიმართა სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენცია . ესაა პირველი მუდმივმოქმედი სტუდენტური კონფერენცია თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ისტორიაში.    კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების ნაშრომთა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.  გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, კონფერენციის საორგანიზაციო სამუშაოების შესრულება დაევალა თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, ქეთევან საყევარაშვილს, რომელმაც დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.  სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ კონფერენციის იდეის ავტორი, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი...