ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წლის 6-7 მაისს გაიმართება სტუდენტთა IV კავკასიოლოგიური კონფერენცია.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი და თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოება.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის (და მათთან გათანაბრებული საფეხურების) სტუდენტებს.
სარედაქციო კოლეგია განიხილავს ნებისმიერ მოხსენებას, რომელიც შეეხება კავკასიოლოგიისა და მომიჯნავე დისციპლინების კავკასიოლოგიურ საკითხებს. კერძოდ, სამუშაო მიმართულებებია:
❖ ენათმეცნიერება;
❖ ისტორია;
❖ არქეოლოგია;
❖ ეთნოლოგია;
❖ წყაროთმცოდნეობა;
❖ ფილოლოგია;
❖ ლიტერატურათმცოდნეობა;
❖ ფოლკლორისტიკა;
❖ დიგიტალური ჰუმანიტარია და ჰუმანიტარული ინფორმატიკა;
❖ ჰერალდიკა;
❖ ანთროპოლოგია;
❖ ფილოსოფია;
❖ კულტუროლოგია;
❖ ხელოვნებათმცოდნეობა;
❖ არქიტექურა და დიზაინი;
❖ რელიგიათმცოდნეობა;
❖ სოციოლოგია;
❖ პოლიტოლოგია;
❖ სამართალმცოდნოება;
❖ ეკონომიკა;
❖ პედაგოგიკა და ინფოგრაფიკა;
❖ კროსდისციპლინური კვლევები.
გაითვალისწინეთ, რომ გამოსაქვეყნებელ მასალებში აუცილებლად უნდა ჩანდეს თემის აქტუალობა და კვლევის შედეგები. დეტალური რეკომენდაციები იხ. აქ.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
გთხოვთ, მასალებთან ერთად გამოაგზავნოთ სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნაც, სადაც აღნიშნული იქნება ნაშრომის მნიშვნელობა.
მასალები მიიღება 2025 წლის 15 აპრილამდე. იხ. კონფერენციის სარედაქციო პოლიტიკა, გამოცემები და ციტირების სტილი.
რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა. სარეგისტრაციო ფორმა იხ.:
❖ ქართულად:
❖ ინგლისურად:
❖ რუსულად:
ტექნიკური მოთხოვნები:
❖ ტექსტის მოცულობა — მაქს. 1000 სიტყვა;
❖ ტექსტის სულ მცირე 70% უნდა იყოს ორიგინალური ნაშრომი;
❖ შრიფტი — Sylfaen ტექსტისთვის, ICL_Symbol საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის;
❖ გთხოვთ, განსხვავებული შრიფტის გამოყენების შემთხვევაში შესაბამისი TrueType ან OpenType ფორმატის ფაილი გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით;
❖ გამოსახულებები უნდა იყოს jp(e)g, png ან tiff ფორმატისა.
სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენციის მონაწილეებს ვთავაზობთ PowerPoint-ის სლაიდშოუს შაბლონებს შესაბამისი შრიფტებითურთ.
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით.
მონაწილეობსათვის აუცილებელი დოკუმენტები მიიღება მისამართზე: student.caucasology@tsu.ge.
დეტალური საკონტაქტო ინფორმაცია იხ. აქ.
მასალების სამენოვანი კრებული გამოიცემა ელექტრონულად და მიენიჭება ISBN.
