Skip to main content

სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია (10-11 მაისი, 2024)


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების ორგანიზებით 2024 წლის 10-11 მაისს გაიმართა სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია


კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების ნაშრომთა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, საორგანიზაციო სამუშაოებს ასრულებენ თვითონ სტუდენტები. კონფერენციის ძირითად ორგანიზატორს, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კურსდამთავრებულ ქეთევან საყევარაშვილს, წელს შემოუერთდნენ ინსტიტუტის სტუდენტები: ელგუჯა ცინცაძე, ეკატერინე მებაღიშვილი და ალექსანდრე ლაბარტყავა. დაკისრებულ ამოცანას მათ წარმატებით გაართვეს თავი. 


სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია საერთაშორისოა და წარმოადგენს იმ ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იბერიულ-კავკასიური საენათმეცნიერო სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ჰქონდა კავკასიელი მკვლევრების საერთო სამეცნიერო ფორუმით გაერთიანებასთან დაკავშირებით. დღეს რეგიონის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში, მათი მოწაფეები კი წარდგებიან სტუდენტთა კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე. 


სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ კონფერენციის იდეის ავტორი, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ჩუხუა და თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ჯონი კვიციანი.


კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.


სტუდენტთა III კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩეჩნეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები. წაკითხული იყო სულ 18 მოხსენება.


კონფერენციაზე მოხსენებათა ფართო თემატური სპექტრი იყო წარმოდგენილი. წარმატებულად იმუშავა სამივე მიმართულებამ: 1. ენათმეცნიერება, 2. ისტორია და წყაროთმცოდნეობა, 3. ლიტერატურათმცოდნეობა და ფოლკლორისტიკა.


კონფერენციის მონაწილეები გამოავლინეს დაინტერესება აქტუალური სამეცნიერო საკითხებით სწავლების ყველა საფეხურზე. 


კონფერენცია გაიხსნა ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის სექციაზე (თავმჯდომარე: დანიელ ოქროპირიძე) წარდგენილი მოხსენებებით: 
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების — ეკატერინე მებაღიშვილისა და ელგუჯა ცინცაძის მოხსნება — „თურქი მეომრები დაღესტანში: ინტერვენტები თუ განმათავისუფლებლები?“ (ხელმძღვანელი — ისტორიის დოქტორი იური სულაბერიძე); 
2. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის დანიელ ოქროპირიძის მოხსნება — „პოლიტიკური თეოლოგია და ნაციონალური კულტის ფორმირება შუა საუკუნეების ქართულ ნარატიულ წყაროებში“ (ხელმძღვანელი — პროფესორი ლევან მათეშვილი); 
3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ნია ლომიძის მოხსენება — „სამი აღმოსავლელი ავტორი (ჰასან რუმლუ, ისქანდერ მუნში და ევლია ჩელები) საქართველოს „ტყვეთა სყიდვის“ შესახებ“ (ხელმძღვანელი — დოქტორანტი ნინო სალია); 
4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ლიზა ქავთარაძის მოხსენება — „ვახტანგ VI-ის ურთიერთობები ევროპასთან“ (ხელმძღვანელი — დოქტორანტი ნინო კაკალაშვილი).


სექციის შეფასება 


ლიტერატურათმცოდნეობისა და ფოლკლორისტიკის სექციაზე (თავმჯდომარე — მარიამ სულიკაშვილი) მოისმინეს ხუთი მოხსენება: 
1. თსუ-ს სტუდენტის ნინა ზიგერი მოხსენება „არტურ ლაისტი ოსური დამწერლობისა და ოსური ფოლკლორის შესახებ“ (ხელმძღვანელი — ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბრეგაძე); 
2. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის ეკა ხანიშვილის მოხსენება „ოთარ ჩხეიძის „არტისტული გადატრიალების“ პუნქტუაციური თავისებურებანი“ (ხელმძღვანელი — პროფესორი თამილა ზვიადაძე); 
3. თსუ-ს სტუდენტის გვანცა კუპრეიშვილის მოხსენება „ჩეჩნური სიმღერა „იმ ღამეს ვიშვით“ და ქართული საგმირო პოეზია“ (ხელმძღვანელი — ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი); 
4. თსუ-ს სტუდენტის ნინო გაბელიას მოხსენება „როგორია და რას ეყრდნობა ქართველთა და ოსთა წარმოდგენები წმინდა გიორგიზე“ (ხელმძღვანელი — ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი); 
5. თსუ-ის დოქტორანტის მარიამ სულიკაშვილის მოხსენება „ისტორიული მოვლენების ასახვის თავისებურება იოანე ბაგრატიონის „კალმასობაში“ (ხელმძღვანელი — ასოცირებული პროფესორი ხვთისო მამისიმედიშვილი); 


სექციის შეფასება 


მოხსენებათა სიმრავლით გამოირჩეოდა ენათმეცნიერების მიმართულება. მოხსენებები გადანაწილდა ორ სექციად, რომელთაც ერთი დღის განმავლობაში წარმატებით იმუშავა.

 
ენათმეცნიერების პირველ სექციაზე (ხელმძღვანელი: ნათია თავაძე) წარდგნენ: 
1. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მუბარიქ ჰაჯიმურადოვა მოხსენებით „დიფთონგი wo ჩეჩნური ენის სახელებისა და ზმნების სტრუქტურაში“ (ხელმძღვანელი — დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი); 
2. დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალინა იბრაჰიმოვა მოხსენებით „აღმოსავლურ ენათა გავლენა რუსული ენის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე“ (ხელმძღვანელი — დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ენის კათედრის უფროსი პედაგოგი აზარცუნ მაჰომედოვი); 
3. თსუ-ის მაგისტრანტი ნათია თავაძე მოხსენებით „ტემპერატურის აღმნიშვნელ ტერმინთა ზოგადი კატეგორიზაცია ქართულ ენაში“ (ხელმძღვანელი — ასოცირებული პროფესორი ზურაბ ბარათაშვილი); 
4. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამინა სოსაევა მოხსენებით „სუფიქსი -ზა ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი — დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი); 
5. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლინდა ვისაითოვა მოხსენებით „ხმოვანი ბგერების დაკარგვა ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი — დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი).


თსუ ქართული ფილოლოგიის მაგისტრანტის, ნათია თავაძის მოხსენება „ტემპერატურის აღმნიშვნელ ტერმინთა ზოგადი კატეგორიზაცია ქართულ ენაში“ საყურადღებო სიახლეს წარმოგვიდგენს. ზოგად ენათმეცნიერებაში ტემპერატურის ტერმინთა კატეგორიზაცია კარგად არის შესწავლილი, თუმცა სპეციალური ლიტერატურა არ ითვალისწინებს ქართულის მრავალფეროვან მასალას. ნ. თავაძის ნაშრომი ამ ხარვეზის გამოსწორებაა. წარმატებულ კვლევას ავტორი შემდეგშიც გააგრძელებს.


ენათმეცნიერების მეორე სექციაზე (ხელმძღვანელი: ალექსანდრე ლაბარტყავა) წარმოდგენილი იყო: 
1. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის აჰმედ ადამოვის მოხსენება „მისალმებისა და დამშვიდობების ლინგვოპრაგმატული ანალიზი ჩეჩნურ ლინგვისტურ კულტურაში“
2. თსუ-ის დოქტორანტის თეა გიგიტაშვილის მოხსენება „ბაცბური (წოვა-თუშური) ენა (სოციოლინგვისტური ანალიზი)“
3. ჩეჩნეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტის ვისხან ბექსულთანოვის მოხსენება „ნასესხებ სიტყვათა ადაპტაცია ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი — ჩეჩნური ენის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი აიშათ ბადაევა); 
4. თსუ-ის კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის ქეთევან საყევარაშვილის მოხსენება „პროექტი „ხუნძური ენის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ (მიმდინარე ანგარიში)“
5. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის აიშათ ნაგომერზაევას მოხსენება „ზოგიერთი ორთოეპიკური შეუსაბამობა ჩეჩნურ ენაში“ (ხელმძღვანელი — დოცენტი საიდ-ჰამზათ ირეზიევი); 
6. თსუ-ის სტუდენტის ალექსანდრე ლაბარტყავას მოხსენება „XVII-XVIII საუკუნეების ხუნძური ტექსტების რამდენიმე ენობრივი თავისებურების შესახებ“ (ხელმძღვანელი — ფილოლოგიის დოქტორი ლევან აზმაიფარაშვილი); 


თსუ კავკასიოლოგიის მიმართულების სტუდენტ ალექსანდრე ლაბარტყავას მოხსენება „XVII-XVIII საუკუნეების ხუნძური ტექსტების რამდენიმე ენობრივი თავისებურების შესახებ“ ავტორის მიერ სტუდენტთა II კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე (27-28 მაისი, 2023 წ.) წარმოდგენილი თემის „არაბული დამწერლობის აჯამური სახე და XVIII-XX საუკუნეების სალიტერატურო ხუნძური ენის მართლწერის საკითხები“ გაგრძელებაა (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი რევაზ აბაშია). ალ. ლაბარტყავას წინადადება, შეიქმნას ამ პერიოდის სალიტერატურო ხუნძურის ლექსიკონი და სახელმძღვანელო, მომავლის საქმეა, რომელიც XVIII-XX საუკუნეების სალიტერატურო ხუნძური ენის საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ იქნება შესაძლებელი. ამ მიმართულებით კვლევები არ არის მრავალრიცხოვანი უშუალოდ დაღესტანშიც, ამიტომ ქართულ სამეცნიერო სივრცეში საკითხის შესწავლა განსაკუთრებით აქტუალურია. შესაბამისად, ალ. ლაბარტყავას მოხსენება დადებით შეფასებას იმსახურებს კვლევის სიახლისა და პერსპექტიულობის, ასევე მაღალ დონეზე შესრულების მხრივ.


მისასალმებელია, რომ სტუდენტების მხრიდანაც ერთგვარ ტრადიციად იქცა კავკასიოლოგიურ კონფერენციებში მონაწილეობა, რაზეც მეტყველებს სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენციის მომხსენებელთა აქტიურობაც.


იხილეთ სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენციის პროგრამა და მასალები და ფოტოგალერეა კონფერენციის „ფეისბუქის“ გვერდზე.