Skip to main content

Posts

სტუდენტთა II კავკასიოლოგიური კონფერენცია (27-28 მაისი, 2023 წ.)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 2023 წლის 27-28 მაისს გაიმართა  სტუდენტთა II კავკასიოლოგიური კონფერენცია .   კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების ნაშრომთა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.  გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, კონფერენციის საორგანიზაციო სამუშაოებს ასრულებს თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კურსდამთავრებული ქეთევან საყევარაშვილი, რომელმაც დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.   მისალმებები  სტუდენტთა II კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე წარდგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბაქო), ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივ...

სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენცია (20-21 ივნისი, 2022 წ.)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 2022 წლის 20-21 ივნისს გაიმართა სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენცია . ესაა პირველი მუდმივმოქმედი სტუდენტური კონფერენცია თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ისტორიაში.    კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების ნაშრომთა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.  გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, კონფერენციის საორგანიზაციო სამუშაოების შესრულება დაევალა თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, ქეთევან საყევარაშვილს, რომელმაც დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი.  სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ კონფერენციის იდეის ავტორი, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი...