ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით 2023 წლის 27-28 მაისს გაიმართა სტუდენტთა II კავკასიოლოგიური კონფერენცია . კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების ნაშრომთა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გარდა ამისა, კონფერენცია ეხმარება სტუდენტებს, მიიღონ გამოცდილება რეალური სამეცნიერო-კვლევითი და საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის. აქედან გამომდინარე, კონფერენციის საორგანიზაციო სამუშაოებს ასრულებს თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის კურსდამთავრებული ქეთევან საყევარაშვილი, რომელმაც დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. მისალმებები სტუდენტთა II კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე წარდგნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბაქო), ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი